ფიუჩერსებით ვაჭრობის აკადემია

ისწავლე ბაზრის კითხვა. ივაჭრე გეგმით.

Z3NO-ში ფიუჩერსებით ვაჭრობას ეტაპობრივად სწავლობ, საფუძვლებიდან საკუთარ სტრატეგიამდე. აქცენტი პრაქტიკასა და რისკის მართვაზეა.

CME Globex ფიუჩერსები, თითქმის 24/5
ნიუ-იორკის სესია 09:30–16:00 ET

ცოცხალი დრო შენი საათის მიხედვით. ბირჟის დასვენების დღეები გათვალისწინებული არ არის.

NQ E-mini Nasdaq-100 +0.00%
CME FUTURES

კურსები და ფასები

აირჩიე, როგორ გინდა სწავლა

კურსი დაახლოებით 1–2 თვე გრძელდება, წვდომა კი ყველა პაკეტზე სამუდამოა. არ იცი, რომელი გჭირდება? დატოვე განაცხადი და არჩევაში დაგეხმარებით.

შენს ტემპზე

ვიდეოლექციები

ჩაწერილი ვიდეოლექციები. სწავლობ შენთვის მოსახერხებელ დროს, შენი ტემპით.

  • ჩაწერილი ლექციები ფიუჩერსებით ვაჭრობაზე
  • ლექციები Telegram-ზე: უყურე ნებისმიერ დროს, რამდენჯერაც დაგჭირდება
  • დახურული სტუდენტური ჯგუფი Discord-ზე
  • სამუდამო წვდომა
  • სრული კურსი არ შედის
ფორმატი
ონლაინ, ჩანაწერი
წვდომა
სამუდამო

$99.99

ამ პაკეტზე რეგისტრაცია
პერსონალური

1-on-1 მენტორინგი

მენტორი პირადად შენთან მუშაობს, შენს მიზნებზე მორგებულად.

  • ყველაფერი, რაც ვიდეოლექციებშია
  • პირადი ლაივ შეხვედრები მენტორთან, კვირაში 2-ჯერ
  • შენი ტრეიდების ინდივიდუალური ანალიზი
  • პერსონალური სავაჭრო გეგმა
  • პირდაპირი კავშირი მენტორთან
  • სამუდამო წვდომა
ფორმატი
ონლაინ, პირადად
წვდომა
სამუდამო

$499.99

ამ პაკეტზე რეგისტრაცია

შეადარე პაკეტები

ვიდეოლექციები, Discord ჯგუფი და სამუდამო წვდომა ყველა პაკეტში შედის.

რა შედის შენს ტემპზევიდეოლექციები მენტორინგისრული მენტორინგი პერსონალური1-on-1
ვიდეოლექციები Telegram-ზეშედისშედისშედის
სამუდამო წვდომაშედისშედისშედის
დახურული სტუდენტური ჯგუფი Discord-ზეშედისშედისშედის
ჯგუფური ლაივ შეხვედრები, კვირაში 2-ჯერარ შედისშედისარ შედის
პირადი ლაივ შეხვედრები მენტორთან, კვირაში 2-ჯერარ შედისარ შედისშედის
შენი ტრეიდების ინდივიდუალური ანალიზიარ შედისარ შედისშედის
პერსონალური სავაჭრო გეგმაარ შედისარ შედისშედის
პირდაპირი კავშირი მენტორთანარ შედისარ შედისშედის
ფასი$99.99$249.99$499.99
რეგისტრაციაარჩევაარჩევაარჩევა

მენტორები

გაიცანი შენი მენტორები

Z3NO-ში ორი მენტორია. მათ ვაჭრობას Instagram-სა და TikTok-ზე გაეცანი.

მენტორი
მენტორი

კითხვები

ხშირად დასმული კითხვები

პასუხი ვერ იპოვე? მოგვწერე და გიპასუხებთ.

რა არის ფიუჩერსები?

ფიუჩერსი არის კონტრაქტი აქტივის, მაგალითად საფონდო ინდექსის (Nasdaq-100, S&P 500), ყიდვა-გაყიდვაზე წინასწარ შეთანხმებულ ფასად, მომავალ თარიღში. ტრეიდერები ფიუჩერსებით ფასის მოძრაობაზე ვაჭრობენ, როგორც ზრდაზე, ისე კლებაზე.

საჭიროა თუ არა წინასწარი გამოცდილება?

არა. კურსი ნულიდან იწყება, ფიუჩერსების ბაზრის მუშაობის პრინციპებიდან და ძირითადი ტერმინებიდან.

როგორ მიმდინარეობს სწავლება?

სწავლება ონლაინ მიმდინარეობს. ვიდეოლექციები Telegram-ზეა და მათ შენთვის მოსახერხებელ დროს უყურებ, სტუდენტური ჯგუფი კი Discord-ზეა და ყველა პაკეტში შედის. სრულ მენტორინგში ჯგუფური ლაივ შეხვედრები კვირაში 2-ჯერ ტარდება, 1-on-1-ში კი მენტორს პირადად ხვდები, კვირაში 2-ჯერ. კურსი დაახლოებით 1–2 თვე გრძელდება, წვდომა კი ყველა პაკეტზე სამუდამოა.

რა თანხა მჭირდება ვაჭრობის დასაწყებად?

სწავლა და პირველი გარიგებები შეგიძლია დემო ანგარიშზე, რეალური თანხის გარეშე. რეალურ ანგარიშზე გადასვლას გირჩევთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც სტრატეგიას დემოზე გამოცდი.

გარანტირებულია თუ არა მოგება?

არა. ტრეიდინგი რისკთან არის დაკავშირებული და მოგებას ვერავინ შეგპირდება. ჩვენ გასწავლით რისკის მართვას და გადაწყვეტილებების გეგმით მიღებას.

როგორ ხდება გადახდა?

საბანკო გადარიცხვით, საქართველოს ბანკის ან თიბისი ბანკის ანგარიშზე, ლარში ან დოლარში. აირჩიე პაკეტი, დააჭირე „ამ პაკეტზე რეგისტრაცია“ და გადახდის გვერდზე ყველა დეტალი დაგხვდება. გადახდის შემდეგ ქვითარს WhatsApp-ზე ან Telegram-ზე გამოგვიგზავნი.

შესაძლებელია თუ არა თანხის დაბრუნება?

არა. კურსი ციფრული პროდუქტია და წვდომას გადახდისთანავე იღებ, ამიტომ გადახდილი თანხა არ ბრუნდება. თუ არ იცი, რომელი პაკეტი გჭირდება, გადახდამდე მოგვწერე და არჩევაში დაგეხმარებით. დეტალები წესებშია.

რა მჭირდება სწავლის დასაწყებად?

კომპიუტერი ან ლეპტოპი, სტაბილური ინტერნეტი და Discord-ისა და Telegram-ის ანგარიში. სავაჭრო პლატფორმასა და დემო ანგარიშს კურსის დროს ერთად მოვაწყობთ.

როგორ დავრეგისტრირდე?

შეავსე ფორმა ამ გვერდის ბოლოს და აირჩიე WhatsApp ან Telegram. განაცხადი ამ ჩატში გაიხსნება გასაგზავნად მზა სახით. დაგიკავშირდებით და დეტალებს გეტყვით.

განაცხადი

დაიწყე Z3NO-სთან ერთად

დატოვე შენი მონაცემები და დაგიკავშირდებით კურსის დეტალებით.

  1. 01
    შეავსე ფორმასახელი, ტელეფონი და პაკეტი, რომელიც გაინტერესებს.
  2. 02
    გაგზავნე ერთი დაჭერითშეტყობინება WhatsApp-ში ან Telegram-ში მზა სახით გაიხსნება.
  3. 03
    დაგიკავშირდებითგეტყვით კურსის დეტალებს და გადახდის გზებს.

გირჩევნია პირდაპირ მოგვწერო?

რომელი პაკეტი გაინტერესებს?
გაგზავნე განაცხადი

მონაცემებს ვიყენებთ მხოლოდ კურსთან დაკავშირებით შენთან დასაკავშირებლად. გაგზავნით ეთანხმები წესებს და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

კურსები $99.99-დან

დაგვიკავშირდი